კომაროველები შვეიცარიაში ცერნის ლაბორატორიის დასათვალიერებლად გაემგზავრნენ!

საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე, ჟენევასთან ახლოს, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის - ”ცერნის”  ლაბორატორიაში ათასობით მეცნიერი სამყაროს შექმნის საიდუმლოს ამოცნობას ცდილობს. ”ცერნში”  წარმატებით მოღვაწეობენ ქართველი მეცნიერებიც. 

ეროვნული ოლიმპიადისა და სხვა ღონისძიებების მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შემეცნებითი მოგზაურობით დაასაჩუქრა კომაროვის რამდენიმე მოსწავლე.

CERN-ში მოსწავლეები ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შეხვდებიან, მათ მასტერკლასებს დაესწრებიან, უახლეს ტექნოლოგიებს, ახალ აღმოჩენებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს გაეცნობიან, რაზეც ცერნის მეცნიერები მუშაობენ.

პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  ახორციელებს და მისი მიზანია მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ, მოსწავლეთა და პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება და ამ დისციპლინათა სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება.

როგორც ყოველთვის, ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით და საინტერესო მოგზაურობას ვუსურვებთ მათ. 


ზემოთ